იმედია, ევროკავშირი 2023-ში თავის უსამართლო ჟესტს გამოასწორებს - წულუკიანი სტატუსის მიღებაზე

პუბლიკა

„იმედი მაქვს, რომ [2023 წელს] მივიღებთ იმ სტატუსს ევროკავშირისგან რომელიც გვეკუთვნის და რომელიც ასე უსამართლოდ ევროკავშირმა მიანიჭა ორ სხვა ქვეყანას“,- ამის შესახებ განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მე ველოდები, რომ იქნება ყველა ის ძალისხმევა, რაც დღემდე განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს განვითარების შესაძლებლობები, მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები და ჩვენ, იმედი მაქვს, რომ [2023 წელს] მივიღებთ იმ სტატუსს ევროკავშირისგან რომელიც გვეკუთვნის და რომელიც ასე უსამართლოდ ევროკავშირმა მიანიჭა ორ სხვა ქვეყანას და იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოა და იმ ორ ქვეყანაზე წინ არის ყველაფრით, ეს სტატუსი არ მიანიჭა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი მომავალ წელს ამ თავის უსამართლო ჟესტს გამოასწორებს, ამისათვის საქართველოს პარლამენტი და ქართული ოცნების უმრავლესობა, მთავრობასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს“,- განაცხადა წულუკიანმა.