იმედია, მოხსენებაში მინიმუმამდე შემცირდება გაუგებარი განცხადებები - კობახიძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

„სამწუხაროდ, ხშირად კეთდება მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, გაუგებარი განცხადებები. ველოდებით, რომ ხვალაც იქნება გარკვეული გაუგებარი განცხადებები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მინიმუმამდე შემცირდება გაუგებარი განცხადებების წილი ხვალინდელ მოხსენებაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც. ჟურნალისტის შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს პრეზიდენტის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ:

„ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდეციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე.“

31 მარტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.