პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, იმედი აქვს EU-ში საქართველოსარ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს.
„იმდენად ინტეგრირებულია საქართველო დღეს თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით.
საბედნიეროდ არ არის მარტივი ამბავი, საქართველო დარჩეს ამ სტატუსის მიღმა, რაც სამწუხაროდ მიზნად აქვთ დასახული, მაგრამ ამას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.
ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისათვის რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ის უფრთხილდება თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან, თავის ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო მე ვერ წარმომიდგენია, საქართველო ვიღაცამ დასაჯოს და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ“ , – განაცხადა მან.