ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს. ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიებს შორის ხმები 18 საათის მონაცემებით ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 55%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 23%
„ევროპული საქართველო“ – 3%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%
„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3%
„გირჩი“ – 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3%
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1%
„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%
სხვა პარტიები – 4%
როგორც შედეგების გამოქვეყნებისას „იმედის“ ეთერში განმარტეს, უახლოეს საათებში წარმოადგენენ ეგზიტპოლის შედეგებს 20 საათის მონაცემებით. შესაბამისად, არსებული შედეგები, მათი განმარტებით, მცირედით დაკორექტირდება.
აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს.
პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი – მაჟორიტარები.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.
ეგზიტპოლის ცდომილების შესახებ, არც „იმედის“ ეთერში და არც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ინფორმაცია არ არის.