„იმედის“ ეგზიტპოლით, ქუთაისსა და ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის პროცენტული სხვაობა მცირეა

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედმა“ GORBI-ის ეგზიტპოლები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის მიხედვით, 18 საათის მონაცემებით, ქუთაისსა და ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის მნიშვნელოვანი პროცენტული სხვაობა არაა.

ქუთაისი
  • ხატია დეკანოიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 48.1%
  • იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51.9%
ბათუმი
  • გიორგი კირთაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -49.2%
  • არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50.8%

მეთოდოლოგია:

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი – თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედოობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.