„იმედის“ II ტურის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედმა“ GORBI-ის ეგზიტპოლები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის მიხედვით, დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.

18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:

თბილისი

  • ნიკა მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 42.8%
  • კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57.2%
რუსთავი
  • დავით კირკიტაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -46.2%
  • ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53.8%
ქუთაისი
  • ხატია დეკანოიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 48.1%
  • იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51.9%
ბათუმი
  • გიორგი კირთაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -49.2%
  • არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50.8%

მეთოლოგია:

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი – თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.