„იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

პუბლიკა

„იმედის კლინიკის“ ექიმი, მეან-გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც „პუბლიკას“ კლინიკაში განუცხადეს, მას თანმხლები მძიმე სომატური დაავადებები აღენიშნებოდა.

„მძიმე პაციენტი იყო, დატვირთული ანამნეზი ჰქონდა – შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები“, – აცხადებენ კლინიკაში.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 კოვიდპაციენტი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 123470 , ბოლო 24 საათში – 4780;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 102270 , ბოლო 24 საათში – 3489;
  • გარდაიცვალა – 1161 , ბოლო 24 საათში – 37;
  • კარანტინის რეჟიმში – 2114;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6251;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირი – 3863.