„იმედის“ თანამშრომლის, შაკო ნათენაძის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსით 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„იმედის“ ცნობით, შაკო ნათენაძე საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და 10 მაისს გარდაიცვალა.
მათი ინფორმაციით, ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.