„იმედმა“ „ევროპულ საქართველოს“ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა | პარტია სამართლებრივ ზომებს მიიღებს

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედმა“ „ევროპულ საქართველოს“ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა. მიზეზად კი დაასახელა, რომ „სიძულვილის ენის შემცველი“ რეკლამის განთავსებაზე არხი უარს ამბობს.

„პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის „ევროპული საქართველო“. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს „ევროპულ საქართველოს“. „ტელეიმედის“ საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ კანონმდებლობის დარღვევით დაბლოკა რეკლამა, რის გამოც პარტია სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველო“ ავრცელებს იმ ვიდეორგოლსაც, რომლის გაშვებაზეც „იმედმა“ უარი განაცხადა.