იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტში 149 სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ელექტროენერგია, ნაწილს კი ბუნებრივი აირი.
„დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ როგორც ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილი აქვს ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტს. არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“, – თქვა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2“-თან.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიასა და აჭარაშიც. გართულებულია გზებზე გადაადგილება, შიდა სასოფლო გზები ზოგიერთ სოფელში გაწმენდილი არაა რის გამოც მოსახლეობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. მოქალაქეების ნაწილს არ აქვს ელექტრო ენერგია, გაზი და წყალი.