იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი.
ამ დროისთვის, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ეძებენ 6 პირს – ამბობენ სამაშველო სამსახურში.
ადგილობრივების თქმით, მათ შორის (ვისაც ეძებენ) 3 ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი.