იმერეთში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მოკლა

პუბლიკა

თერჯოლაში, სუპერმარკეტში ქმარმა ცოლი მოკლა.

მან ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცმა კი დაზიანებები მიიღო. იგი დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.