იმის გამო, რომ სინოდზე ბევრი საკითხი გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება - საპატრიარქო

პუბლიკა

„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხი გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ”,  – ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

„საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული, ყველაფერი ეს აისახება ოქმში”, – აცხადებდა ანდრია ჯაღმაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.