იმიტომ გადავდექი, რომ პარტია რიგითი მოქალაქეების პრობლემებს დაშორდა - გახარია

პუბლიკა

„არსებობს ლეგიტიმური კითხვა, თუ რატომ ვართ აქ, რატომ შევიკრიბეთ და დავაფუძნეთ პარტია – განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და დღეს დაფუძნებული პარტიის”, – საქართველოსთვის – ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით ამას მარტივი მიზეზი აქვს – „იმიტომ რომ პარტია დაშორდა ხალხის რეალურ პრობლემებს”.

ის ამბობს, რომ ოპონენტებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში პარტიამ მისი პარტიული ინტერესები სახელმწიფოზე მაღლა დააყენა – თქვა გიორგი გახარიამ.

ამ წუთებში გახარია პარტიის წევრებს და მოსახლეობას პირდაპი ეთერში მიმართავს. იგი რამდენიმე წუთის წინ ერთხმად აირჩიეს პარტიის – “საქართველოსთვის” – ხელმძღვანელად. მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ის და მისი პარტიის წევრები – ერთიანდებიან “საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ”.