იმიტომ მოიგონეს სავიზო რეჟიმი, რომ გაიცხრილოს მომმართველი - თინა ხიდაშელი

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი Facebook-ზე ეხმაურება ინფორმაციას, რომ რუსეთს თავისი მოქალაქეები ტოვებენ. იგი შესაძლო მიზეზებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედების საჭიროებაზე.

„თუკი სიმართლეა, რომ რუსები ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამას:

  • გაურბიან დიქტატორს და მოსალოდნელ რეპრესიებს;
  • გაურბიან სანქციების დისკომფორტს.

ეს ორი სრულიად სხვადასხვა მიზეზია და მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს. ქსენოფობიაში არ უნდა გადაგვეზარდოს სიბრაზე;

  • ამიტომ მოიგონეს სავიზო რეჟიმი, რომ გაიცხრილოს მომმართველი;
  • სანქციებს გამოქცეულები, დღესაც პუტინის სურათები რომ უდევთ ფბ გვერდებზე, არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.