„პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ მან ის დაითვალოს, რეალურად, რამდენი ინფიცირებული გვყავს”. – თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, როდესაც მას პაატა იმნაძის გუშინდელ გამოსვლაზე ჰკითხეს.
ეკლესიაზე გინდათ ეხლა რა… – დაამატა მან.
მისი თქმით, „ის რაოდენობა არ არის დაფიქსირებული, რამდენიც უნდა გვყვადეს“.
_______________________
„მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, დღეს ჩვენ გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებული და ისინი გადამდები ხდებიან სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
„ასეთები ჩვენ გარშემო არიან და ამიტომ ვამბობთ ამდენი ხანია, რომ შიდაგადაცემა დაიწყო. ჩვენ გარშემო არიან ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან, მოვლენ თქვენთან სტუმრად გაგხდიან ავად, მივლენ ეკლესიაში, იქაც გახდიან ყველას ავად. გავიგოთ ეს“, – თქვა იმნაძემ.