იმნაძის თქმით, გავრცელების პიკის პროგნოზირება ჯერ შესაძლებელი არ არის

პუბლიკა

პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება, როდის იქნება გავრცელების პიკი საქართველოში. ჟურნალისტის შეკითხვაზე – ელოდებიან თუ არა აპრილის შუა რიცხვებში გავრცელების პიკს? – პაატა იმნაძემ უპასუხა:

„მე ჩემს პროგნოზს იმაზე, პიკი როდის გვექნება, გავაკეთებ, როცა ჩვენ გვექნება რეალური საზოგადოებრივი გადაცემა. ჯერ კიდევ საზოგადოებრივი გადაცემა მასიური არ არის და ამიტომ მე პროგნოზს გავაკეთებ, როცა ეს დაგვეწყება, იქიდან რამდენ დროში დაველოდებით პიკს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება სცენარი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. კითხვაზე – როდის ელოდებიან მასიური გადაცემის გამოვლენას? – უპასუხა, რომ ახლა ჩვენ ვართ გავრცელების შენელების ეტაპზე და გარკვეული პროგნოზები არსებობს.

„მოდით ასე ვთქვათ, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, ეყრდნობოდა გარკვეულ პროგნოზებს. ახლა ჩვენ ვართ შენელების ეტაპზე, ანუ გავრცელების შენელების ეტაპზე გადავედით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.