იმსახურებენ „პოლიტიკურ წვალებას“, გავაგრძელებთ პროტესტს- ბოკერია

პუბლიკა

გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს  საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ და მეორე, „გავრილოვის ღამის“ პატიმრების საქმე.

მისი თქმით, შეხვედრა იყო უშედეგო, თუმცა ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ასევე მან აღნიშნა, რომ გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც.

„არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ “პოლიტიკურ წვალებას” და ჩვენ ამ “პოლიტიკურ წვალებას” გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ”, – განაცხადა ბოკერიამ.