ინა ქალდანმა პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პუბლიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ინა ქალდანი (პარაძიუდო, -70 კგ) პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

ქალდანი ფინალურ ორთაბრძოლაში ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან ვაზარით დამარცხდა.

ინა ქალდანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა და მედლის მოპოვება შეძლო.