ინაშვილმა აფხაზების მიერ უკან დაბრუნებული ხატი ენგურის ხიდიდან უკან წამოიღო

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებთან და სასულიერო პირებთან ერთად ენგურის ხიდიდან უკან წამოიღო ხატი, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ილორის ტაძარს გადასცა.

მან პოლიტიკურ სპექტრთან ერთად ჟურნალისტებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ შავი სიხარულით გაუხარდათ ეს ამბავი.

„ჟურნალისტების დიდ ნაწილსაც როგორი შავი სიხარულით გიხაროდათ, ხატი არ მოდის? ხატი არ მოდის?.. იცით, რას მინდა ყურადღება მიაქციოთ? – პატარა სინათლის სვეტი გამოჩნდა და ყველამ ბრძოლა დაუწყო. სააკაშვილ-ბოკერიებს ემატება ხელისუფების მხრიდან კობახიძის შტო, რომელმაც ასევე დიდად „იღვაწა” იმისთვის, რომ ეს ხატი აქეთ გადმობრძანებულიყო”. – თქვა მან.

ხატი ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე კვირის წინ გახმაურებული ვიზიტისას ჩაიტანა. თუმცა აფხაზებმა იგი ენგურის ხიდთან მოიტანეს და იქ დატოვეს.