მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა ყინწვისში მდებარე კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი დაჭრა. ინფორმაციას არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.
„პუბლიკასთან” საუბრისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაძლო დაჭრის ფაქტზე განმარტებას არ აკეთებს. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყინწვისის მონასტერთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კონკრეტულად, რა ფაქტს ეხება საქმე, ამაზე ინფორმაცია არქიმანდრიტ საბას არ აქვს.