ინდოეთში ავარია განიცადა თვითმფრინავმა, რომელსაც 200-მდე მგზავრი გადაჰყავდა. Air India Express-ის თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან მიფრინავდა, ინდოეთში, აეროპორტში დაჯდომისას ორად გადაიხსნა. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მინიმუმ ორი ადამიანის სიკვდილია დადასტურებული, მგზავრთა ნაწილი კი დაშავებულია. 35 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმფრინავში 184 მგზავრი, მათ შორის, 10 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იჯდა.