ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა

პუბლიკა

ინდოეთის დასავლეთ შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 141 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების შესახებ განახლებულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ დაღუპულთა უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.

მორბის ხიდი რემონტიდან ერთი კვირის გახსნილი იყო. ოფიციალური პირების თქმით, ხიდი  ფესტივალის გამო იყო გადატვირთული. ხიდზე მყოფთა უმეტესობა მდინარეში ჩავარდა. მათგან 150-ზე მეტი ადამიანის ამოყვანა და გადარჩენა მოხერხდა.

ოფიციალური პირები დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.