ინდოეთში მაიმუნების ჯგუფმა Covid-19-ით ინფიცირებულთა ანალიზის ნიმუშები გაიტაცა

პუბლიკა

ინდოეთის შტატ უტარ პრადეშში მაიმუნების ჯგუფი თავს დაესხა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს და გაიტაცეს იმ პაციენტების სისხლის ანალიზის ნიმუშები, რომლებმაც Covid-19 ჰქონდათ დადასტურებული. ინფორმაციას Reuters ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Reuters-ის ინფორმაციით, მაიმუნების თავდასხმა ლაბორატორიის წარმომადგენელზე ამ კვირაში მოხდა. ის მეერუტის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში მიდიოდა.

„მაიმუნებმა აიღეს და გაიტაცეს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ადამიანის სისხლის ანალიზის ნიმუში. ეს ადამიანები მკურნალობას გადიან და მათ ანალიზებს თავიდან ავუღებთ“, – განაცხადა ექიმმა გარგმა, რომელიც სამედიცინო კოლეჯის წარმომადგენელია.

მისი თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია და მტკიცებულება იმისა, შესაძლებელია, თუ არა მაიმუნების დაინფიცირება.