ინდოეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, საკარანტინო რეჟიმი 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ინდოეთი 1.3 მილიარდი მცხოვრებით სიდიდით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. დღეის მდგომარეობით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 519 შემთხვევა, ხოლო ვირუსის შედეგად გარდაცვალების 10 შემთხვევაა დადასტურებული.
წყარო: BBC