ინდოეთში სამი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, დაღუპულია 300-მდე ადამიანი - CNN

პუბლიკა

ინდოეთში, ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სარკინიგზო კატასტროფა, რომელიც ქვეყანას ოდესმე უნახავს. ვარაუდობენ, რომ დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი გაიზრდება. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ გადატრიალებული ვაგონის ქვეშ მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანას.

„ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედი, რომ ვინმეს გადავარჩენთ ცოცხალს,” – განუცხადა ოდიშას სახანძრო სამსახურის უფროსმა სუდანშუ სარანგიმ ადგილობრივ საინფორმაციო არხს NDTV.

სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. შემთხვევა პარასკევს ღამით მოხდა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.