ინდონეზიაში მასპინძელი გუნდის „არემა FC-ს“ „პერსებაია სურაბაიასთან“ დამარცხების შემდეგ წაგებული გუნდის ათასობით გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რის შემდეგაც ისინი სტადიონის გასასვლელს მიაწყდნენ და ათობით ადამიანი დაიღუპა.
როგორც BBC წერს, ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, პოლიციამ გულშემატკივრებს შორის ვითარების დაძაბვისთანავე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. FIFA-ს შეფასებით, პოლიციას ცრემლმდენი გაზი არ უნდა გამოეყენებინათ. „ეს იყო წარმოუდგენელი ტრაგედია და ბნელი დღე ფეხბურთს ყველა მოყვარულისთვის“, – განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ.