ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მწვავე რესპირაციული ინფექციის ნიშნებით მოთავსებულ ჩინელ მამაკაცს, სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსი აქვს.
„სავარაუდოდ მას აქვს B ტიპის ვირუსი. ყოველ შემთხვევაში, პნევმონია არ აქვს. აქვს ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც… არც ამ შემთხვევაში, როგორც წინა შემთხვევებში, კლინიკური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს ახალი კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.
რამდენიმე საათის წინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მამაკაცი მოათავსეს.