თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოსთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა შეცვლილი არ არის. ჯამში სულ 33 ინფიცირებულია. 28 წევს ინფექციურში, დანარჩენები სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. 3 ინფიცირებული საჩხერეში მკურნალობს, ორი კი – სხვა მიმღებ კლინიკებში.
მისი თქმით, პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა გაჭიანურდა, დღეს გაეწერა. დღეს განმეორებით გამოკვლევის პასუხი მიიღეს, პაციენტი გაწერეს და ის 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩება.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 14 ანალიზის პასუხს ელოდებიან. მან ასევე ისაუბრა საქართველოში მყოფ ჩეხ ტურისტებზე. მისი თქმით, სიმპტომები მათ საქართველოს დატოვების შემდეგ გამოუვლინდათ და საქართველოში მათ შემხებლობაში მყოფი 30 პირია იდენტიფიცირებული.
„შიდა გადაცემა არის, მაგრამ მეოთხეული შემთხვევა, რომლის შემდეგაც დაინფიცირებულმა არ იცის, ვისგან დაინფიცირდა, ჯერ არ გვაქვს. ეს დინამიკის თვისობრივად სხვა ეტაპია. შემთხვევა, როცა ქუჩაში გავიდა, დაბრუნდა და აღმოაჩნდა ინფექცია, ასეთი ჯერ არავინ გვყავს”.