Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 281 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 800, გარდაიცვალა 10 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.41%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 494 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 154, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 79, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 82, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.