ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების 1/3 საეკლესიო შეკრებებს უკავშირდება.
„მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, რასაც საკრამენტოში არ ველოდით არის ის, რომ შემთხვევების 1/3 საეკლესიო შეკრებებთან იქნებოდა დაკავშირებული. საკრამენტოს მუნიციპალიტეტი ყველა რწმენისა და კონფესიის წარმომადგენელს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს – ადამიანების სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული”, – წერია ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
დღეის მონაცემებით საკრამენტოს ოლქში ინფიცირების 314 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 9 ადამიანი.
წყარო: CNN