Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 645 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, გარდაიცვალა 29 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.09%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა – 69, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 96, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 166, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.