ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი - კორონავირუსის 22 თებერვლის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 486 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, გარდაიცვალა 45 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 28.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა – 659, იმერეთი – 1 935, ქვემო ქართლი – 578, შიდა ქართლი – 918, გურია – 471, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 801, კახეთი – 795, მცხეთა-მთიანეთი – 340, სამცხე-ჯავახეთი – 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 136.