Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, გარდაიცვალა 42 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 14.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.01%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 972 745.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 774 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა – 1 608, იმერეთი – 1 907, ქვემო ქართლი – 727, შიდა ქართლი – 794, გურია – 290, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი – 376, სამცხე-ჯავახეთი – 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.