ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი - კორონავირუსის 27 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 250 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, გარდაიცვალა 27 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981 531.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა – 2 255, იმერეთი – 2 222, ქვემო ქართლი – 812, შიდა ქართლი – 805, გურია – 314, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი – 320, სამცხე-ჯავახეთი – 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.