ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი - კორონავირუსის 3 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 527 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.85%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 347 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 461, ქვემო ქართლი -153, შიდა ქართლი – 189, გურია – 178, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 266, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.