ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი - კორონავირუსის 14 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 234 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.36%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 588 829.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 569 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 14, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.