Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 461 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 021, გარდაიცვალა 9 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.89%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 623 453.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 233 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 40, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 46, მცხეთა-მთიანეთი -14, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.