ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი - კორონავირუსის 1 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 226 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 25.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 003 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 513 164.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარა – 362, იმერეთი – 1 226, ქვემო ქართლი -286, შიდა ქართლი – 446, გურია – 321, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 506, კახეთი – 542, მცხეთა-მთიანეთი – 174, სამცხე-ჯავახეთი – 140, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85.