ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, Covid-19-ის ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია. ეზუგბაიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ახალი მონაცემებია, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, სამედიცინო პერსონალი ინფიცირება სად მოხდა.
„7 ახალი შემთხვევიდან 1 გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 4 გახლავთ შემოტანილი და მათ შორის ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 2 გახლავთ სამედიცინო პერსონალი. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებია, იყო 1150 და გვრჩება იგივე მონაცემები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 23 მძიმე პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1436
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1150
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 6018
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები 41