ინფიცირების 823 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი - კორონავირუსის 13 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 729 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 823 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 445 პირი და გარდაიცვალა 24 ადამიანი.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 585 885-მდე. ხოლო, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 554 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.69%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 121, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 47, გურია – 45, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 47, კახეთი – 51, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა – 33 044, საიდანაც 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 403 მოქალაქე, ხოლო 31 601 მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის.