Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 331 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 913 პირი, გარდაიცვალა 18 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.61%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 924-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 42, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 61, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.