ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - კორონავირუსის 20 თებერვლის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.7%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა – 611, იმერეთი – 1 440, ქვემო ქართლი – 511, შიდა ქართლი – 464, გურია – 344, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 661, კახეთი – 723, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.