ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას თქმით, დადასტურებული 4 ახალი შემთხვევის კონტაქტები ცნობილია.
„დღეს სიახლე ის არის, რომ შემოგვემატა 4 დადასტურებული შემთხვევა და სულ გამოდის 38. აქედან – 31 არის ჩვენს ცენტრში, 1 ბინაზეა გასული, თვითიზოლაციაში. ჩვენთან რჩება 30 დადასტურებული პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი ინფექციურში მყოფი პავიენტების კონტაქტები არიან,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა, ჯერჯერობით, სტაბილურია.