ბათუმში კლინიკა „მედალფას“ წარმოამდგენელი „ტვ პირველდთან“ აცხადებს, რომ 54 წლის პაციენტი ქალი, რომელსაც Covid 19 დაუდასტურდა, თავდაპირველად კლინიკაში 5 აპრილს შეიყვანეს. მას მუცლის არეში ჰქონდა ტკივილი. თუმცა ქალს ახალი კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია და ის მეორე დღეს გაეწერა.
„ქალბატონი, 54 წლის, შემოსული იყო 4 აპრილს, ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ჩივილებით მუცლის არეში. პაციენტს არ აღენიშნებოდა Covid 19-ისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკა. მათ შორის პაციენტს არ აღენიშნებოდა ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, არ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, ეპიდანამნეზი იყო სუფთა. პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, „ემერჯენსის“ დეპარტამენტიდან გაეწერა 5 აპრილს, დილით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. „ემერჯენსში“ ყოფნისას პაციენტს არ აღენიშნებოდა არანაიარი მწვავე რესპირაციული სიმპტომატიკა და გრიპისმაგვარი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – იხელმძღვანელა თუ არა პროტოკოლით კლინიკის წარმომადგენელმა? – უპასუხა, რომ ექიმმა პაციენტთან იხელმძღვანელა პროტოკოლით, დაცული იყო უსაფრთხო კონტაქტი.
„მედალფას“ წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, მასთან კონტაქტში მყოფი საავადმყოფოს თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ დაცული იყო უსაფრთხო კონტაქტი, ვინაიდან რამდენიმე თანამშრომელი იყო მჭიდრო კონტაქტში, მივეცით რეკომენდაცია, გადასულიყვნენ თვითიზოლაციაში. ეს არის ოთხი თანამშრომელი. მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომატიკა“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ „მედალფას“ წარმომადგენელმა.
ასევე თვითიზოლაციაში არიან გადასული სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ამ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი.
„პაციენტთან, რომელსაც ბათუმში კორონავისუსი დღეს დაუდასტურდა, სასწრაფო დახმარების ორ ჯგუფს ჰქონდა შეხება. პირველად ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, განმეორებითი გამოძახების შემდეგ კი, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია, ასევე არც მოგზაურობის ისტორია და ამბობდა, რომ აწუხებდა ელენთა“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა, მინდია კახიძემ.