ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბოლნისში ინფიცირებული ორსული ქალი მარნეულში მცხოვრები ინფიცირებული ქალის ახლო ნათესავია. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები იკვლევდნენ ინფიცირებულის კონტაქტებს და ამ დროს შემოწმდა ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსით 79 პირია ინფიცირებული.