ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა კი - 11-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთლიანობაში შემთხვევათა რაოდენობამ 652-ს მიაღწია.

11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მათი რიცხვი ამჟამად 383-ა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 652
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 383
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4246
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3