ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა კი - 23-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთლიანობაში შემთხვევათა რაოდენობამ 647-ს მიაღწია.

23-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მათი რიცხვი ამჟამად 372-ა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 647
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4373
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3