როგორც პუბლიკას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ინფორმაცია, თითქოს ქართული არმიის 8 ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდგინდა, ტყუილია.
„ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც მთავარი არხი ავრცელებს“, – გვითხრეს სამინისტროში.
„მთავარი არხი“ რამდენიმე წუთის წინ იტყობინებოდა, რომ „ეროვნულ გვარდიაში ეპიდაფეთქებაა“ და „კარანტინში მყოფი 40 ჯარისკაციდან 8-ს კორონავირუსი დაუდასტურდა“.