„ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პირველი ტალღის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, საპატრიარქოს თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.